ბარაკ ობამა უკრაინის პრემიერს 12 მარტს უმასპინძლებს

  აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 12 მარტს უკრაინის პრემიერ-მინისტრს არსენი იაცენიუკს თეთრ სახლში შეხვდება. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინის პრემიერის ვიზიტი ხაზს გაუსვამს აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ. “პრეზიდენტი ობამა და პრემიერ-მინისტრი იაცენიუკი განიხილავენ, თუ როგორ იპოვონ ყირიმში რუსეთის მიმდინარე სამხედრო ინტერვენციის მშვიდობიანი მოგვარების გზები, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ობამა და უკრაინის პრემიერი იაცენიუკი შეხვედრისას ასევე განიხილავენ, თუ როგორ შეუძლია საერთაშორისო თანამეგობრობას დაეხმაროს უკრაინას ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები