ყირიმში უკრაინული ტელეარხების გათიშვას ტექნიკურ ხარვეზებს აბრალებენ

  სიმფეროპოლში უკრაინული არხების ტრანსლაცია ტექნიკური ხარვეზების გამო შეწყდა, ამის შესახებ ყირიმის ხელისუფლების ვიცე-პრემიერმა ოლგა კოვიტიდმა განაცხადა.
“ჩვენ ვიცით პრობლემის შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, ეს გამოწვეულია ტექნიკური გაუმართაობის გამო. არავის არანაირი არხი არ გაუთიშავს. რომ გავარკვიოთ მიზეზი, საჭიროა დრო. ჩვენ დავაზუსტებთ მიზეზს და ტრანსლაცია აღდგება”, – განუცხადა “ინტერფაქსს” კოვიტიდმა. მისივე თქმით, სევასტოპოლში “ყველა უკრაინული ტელეკომპანია რეგულარულად მუშაობს. ადრე უკრაინული მედია აცხადებდა, რომ ყირიმში შეწყვეტილი იყო რიგი ტელეარხების მაუწყებლობა. “ინტერფაქსის” ცნობით, “პირველი ნაციონალური” არხის ნაცვლად ყირიმის ტერიტორიაზე ტრანსლირდებოდა რუსული არხი “ტნტ”. “სტბ” არხის ნაცვლად კი მთელ ავტონომიაზე ტრანილირდებოდა ტელეარხი “ზვეზდა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები