კრეისერი "მოსკოვი" უკრაინისკენ მიემართება

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი – კრეისერი “მოსკოვი” უკრაინისკენ მიემართება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ტიმჩუკმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, კრეისერის გადაადგილებას თვალს ადევნებენ. ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინისკენ გეზის აღებამდე, კრეისერმა, ფლოტის სხვა გემებთან ერთად, დონუზლავის ტბიდან უკრაინის 7 სამხედრო გემს ზღვაში გასასვლელი დაუბლოკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები