ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით, ისნის რაიონის სოციალურად დაუცველი ბავშვები სპექტაკლს დაესწრნენ
დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოზარდმაყურებელთა თეატრში ბავშვებისადმი მიძღვნილი სპექტაკლი გაიმართა. ვაზისუბნისა და მე-8 ლეგიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით წარმოდგენას ისნის რაიონში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ბავშვები დაესწრნენ.
დეპუტატი გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად მოზარდმაყურებელთა თაეტრს ეწვია და ბავშვებს დღევანდელი დღე მიულოცა.
“მართალია უმეტესად ამ დღეს იმართება ზეიმები და გასართობი ღონისძიებები, რაც დადებითი მოვლენაა, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანი თქვენს კეთილდღეობაზე ყოველდღიური ზრუნვაა და შევეცდები, რომ მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდეს. გილოცავთ წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბედნიერ და წარმატებულ მომავალს გისურვებთ!”- განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.