ილია მეორე: ღმერთი არ დატოვებს საქართველოს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, წირვის შემდეგ მრევლისთვის იქადაგა.
უწმიდესმა მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს სულიწმინდის დღესასწაულია და უხვად გადმოდის სულიწმინდის მადლი საქართველოზე და მთელ მსოფლიოზე. “გადმოდის სულიწმინდის მადლი, რომ კეთილმა იმეფოს ქვეყანაზე. თქვენ კარგად ხედავთ, რამდენად რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, სულიერ პრობლემებს ემატება მატერიალური პრობლემები. ბევრს უჭირს, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი არ დატოვებს საქართველოს, მოუვლენს იმ მადლს, რომელიც არის “უძლურთა მკურნალის და ნაკულევანთან აღმავსებელი”, – ბრძანა უწმინდესმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები