ირაკლი ლექვინაძემ Сoffeesta-ს ქსელის პირველი ობიექტი გახსნა

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ რუსთაველის 52-ში Сoffeesta-ს ქსელის პირველი ობიექტი გახსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სტუმრებს ადგილზე კრუასანების, დონატების და სხვა ტკბილეულის, სენდვიჩებისა და სალათების, ნაყინის, ფრაპეებისა და ადგილზე დამზადებული ლიმონათების დაგემოვნება შეეძლებათ.
ინვესტორმა აღნიშნული ობიექტის გახსნის მიზნით 150 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა, კაფეში დასაქმდა 15 ადამიანი. კაფეების ქსელი Сoffeesta წლის ბოლომდე კიდევ ხუთი ახალი ობიექტის გახსნას გეგმავს, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები