ბერებმა პუტინი და პატრიარქი კირილი ანათემას გადასცეს (ვიდეო)

  ათონელმა ბერებმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, პატრიარქი კირილ გუნდიაევი და რუსული ეკლესიის მსახურები ანათემას გადასცეს, – ამის შესახებ რუსულ ბლოგზე გავრცელდა ვიდეო, სადაც მღვდელმსახური სპეციალური ლოცვის წაკითხვამდე მრევლს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს და მას უამრავი მტერი ჰყავს. იგი რუსული საპატრიარქოს ცოდვებზეც საუბრობს, პუტინსა და მის გარემოცვას კი “დამნაშავეთა დაჯგუფებას” უწოდებს. მღვდელმსახური სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქ კირილს, რუსული ეკლესიის მღვდელმსახურებსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ანათემაზე გადასაცემთა რიცხვში მოიხსენიებს.
“ამ ადამიანებს სამუდამო ტანჯვა ელით სააქაო ცხოვრებაში, რასაც იმსახურებენ მართლმადიდებლური სარწმუნოების ღალატისა და მილიონობით ქრისტიანისთვის ჯოჯოხეთის მოვლენისთვის”, – ამბობს მღვდელმსახური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები