ხულოში დაკარგული ინდოელები იპოვეს

 

აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში დაკარგული 5 ინდოელი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი და საგანგებო სიტუაციების მართვის აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს ჯგუფები ხულოსკენ შეტყობინების მიღების შემდეგ გაემართნენ.

როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა ზვიად ჯაფარიძემ აღნიშნა, ინდოელი ახალგაზრდები თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან და მათ სამაშველო სამსახურში 112-ზე დარეკეს. მისივე განმარტებით, მაშველებმა მათ მარშრუტი აუხსნეს, რის შემდეგაც უცხოეთის მოქალაქეებმა გზის პოვნა შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები