სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნად თბილისის სხვადასხვა უბანში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ბავშვებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომელთა შვილებს უმასპინძლა.

„მინდა მოგილოცოთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. მადლობა გადაგიხადოთ ყველას და განსაკუთრებით ჩვენს პატარა სტუმრებს მობრძანებისთვის! დევნილი ბავშვები პირველ ივნისს ტრადიციულად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტუმრები არიან. ისინი სახელმწიფოს მხრიდან მეტ ზრუნვას და ყურადღებას იმსახურებენ. ჩვენი სამინისტრო დღეს თქვენი მასპინძელია. პატარებო, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და წინსვლა“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საზეიმო ღონისძიებაზე. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოში გაიმართა. ღონისძიების დასასრულს ბავშვებს ტორტით, ლიმონათითა და ნაყინით გაუმასპინძლდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები