გიორგი ალიბეგაშვილმა შშმ ბავშვები ბაკურიანში გააცილა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა გელა ჩივიაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 50 ბავშვი დასასვენებლად ბაკურიანში გააცილა. გიორგი ალიბეგაშვილი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, გამგზავრების წინ ბავშვებს პირადად გაესაუბრა და მათ კეთილი მგზავრობა უსურვა. 3 დან-22 წლამდე 50 შშმ ბავშვი, მშობლებთან ერთად 13 დღე სასტუმრო „ვერე პალასში“ დაისვენებს.

„ჩვენი ზნეობრივი ვალდებულებაა ასეთი ბავშვების თანადგომა, მათ განსაკუთრებული ზრუნვა და ჰარმონიული პირობების შექმნა ესაჭიროებათ. ბაკურიანის სასტუმროს პერსონალი, კი ამ მხრივ მასპინძლობისთვის მზად არის. ყველას და განსაკუთრებით ბავშვებს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

„შშმ პირთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, წელს მთასა და ზღვაზე, ბავშვებსა და მშობლებზე 1650 საგზურია გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები