გიგლა აგულაშვილი საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
საერთაშორისო კონფერენცია „შეიარაღებული კონფლიქტები და გარემო“ საქართველოს პარლამენტში გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა მიმართეს.
კონფერენციის მიზანია შეიარაღებული კონფლიქტებსა და პოსტკონფლიქტურ პირობებში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების საკითხების, პრობლემების მოგვარების პროცესში ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის განხილვა. კონფერენციაში, ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კავკასიიდან, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის 24 ქვეყნიდან – მათ შორის ინგლისიდან, ჩრდილოეთ ირლანდიიდან და ბალკანეთიდან. კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“ -სა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო ქსელი დედამიწის მეგობრები ევროპის“ (FoEE) ორგანიზებით გაიმართა, ხოლო მხარდამჭერია „ევროპელი ქალები უკეთესი მომავლისთვის“ (WECF)