პოლონელი მთამსვლელები თეთნულდზე დახმარებას საჭიროებენ

3 პოლონელი მთამსვლელი მეორე დღეა ექსტრემალურ ვითარებაშია ჩარჩენილი. მთამსვლელები თეთნულდზე 4 ათას 200 მეტრზე იმყოფებიან. მთაში ძლიერი თოვა და ყინვაა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პოლონელმა ტურისტებმა დაახლოებით 2 საათის წინ აცნობეს მთაში ჩარჩენის შესახებ.
პოლონეთის საელჩომ უკვე მიმართა საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს თხოვნით, დახმარება აღმოუჩინონ მთამსვლელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები