ჩუღურეთის რაიონის ქუჩებს გაზმომარაგება შეუწყდება

დღეს ჩუღურეთის რაიონის ქუჩებს გაზმომარაგება შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას “ყაზტრანსგაზ-თბილისი ავრცელებს. ჩუღურეთის რაიონში, მარუაშვილის ქ. 23-თან გამავალ მიწისქვეშა საშუალო წნევის გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, დღეს 12.00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მეუნარგიას, ტყე-კულტურის, ხუდადოვის, ზაზიაშვილის, სამშვილდის, წყაროს, ს.ქურდიანის, ზაქრაძის, ვეშაპურის ქუჩების მოსახლეობის ნაწილს, მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას გაზი მიეწოდება დაბალი წნევით. ასევე გაზის მიწოდება შეეზღუდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.
კომპანიის ინფორმაციითვე, გაზის მიწოდება სამუშაოს დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები