არქიმანდრიტი ანთიმოზი გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
არქიმანდრიტი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი) უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის თითქოს რუმინელ მსაჯს პეტრესქუს გასახდელში ნასვამი შეუვარდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
შესაბამის პოსტს არქიმანდრიტი ანთიმოზი ფეიქბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს და განმარტებას აკეთებს.
“ახლა ავრცელენენ ინფორმაციას, თითქოს რუმინელ მსაჯს პეტრესქუს გასახდელში შევუვარდი ნასვამი და ვცემე! სინამდვილეში ნასვამი არ ვიყავი, არც გასახდელში შევვარდნილვარ. გასასვლელში ვდექი და ვუთხარი: ანთიმოზ ივერიელი ვარ და ანთიმ ივერიანოს ქვეყანაში, რუმინელი ესე არ უნდა იქცეოდე, მოგკითხავს მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელი-მეთქი. სულ ეს იყო“,-წერს არქიმანდრიტი ანთიმოზი.
ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში მიმდინარე 19-წლამდელთა ელიტ-რაუნდზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრებთან 3:2 წააგო. მატჩის დასრულების შემდეგ ნასვამი არქიმანდრიტი ანთიმოზი გასახდელში შევარდა და შეხვედრის მთავარ არბიტრს, პეტრესქუს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.