მოსკოვი მზად არის ყირიმს 40 მილიარდი რუბლი გადაუხადოს

   შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში, მოსკოვი ყირიმს საწარმოების მხარდასაჭერად 40 მილიარდ რუბლს გადაუხდის.
ინფორმაციას “ინტერფაქსი” რუსთის დუმის მრეწველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პაველ დოროხინზე დაყრდნობით ავრცელებს.
დოროხინის განცხადებით, მან ყირიმის პრემიერ-მინისტრ სერგეი აქსიონოვთან ამის შესახებ მოლაპარაკებები უკვე გამართა, ხოლო 11 მარტს დუმის სხდომა გაიმართება, რომელზეც რუსეთთან ყირიმის მიერთების საკითხი განიხილება.
“უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხება იმ საწარმოებს, რომლებიც თავდაცვითი მრეწველობის კომპლესს, მანქანათმშენებლობას და ნაოსნობას უკავშირდება”, – განაცხადა დოროხინმა.
რუსეთის დუმის დეპუტატები მზად არიან ყირიმს სასურველი სტატუსი მისცენ, თუ ნახევარკუნძული რუსეთის შემადგენლობაში შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები