ლავროვმა და შტაინმაიერმა უკრაინის კრიზისი განიხილეს

   სერგეი ლავროვმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უკრაინაში შექმნილი სიტუაცია განიხილეს. რუსეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“განხილულ იქნა უკრაინაში შექმნილი სიტუაცია, ასევე საერთაშორისო ძალისხმევის პერსპექტივები ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების ნორმალიზების მიზნით”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები