ერაყში ტერაქტს 35 ადამიანი ემსხვერპლა

   ერაყის საზღვარზე მომხდარი აფეთქებისას 35 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტი სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მოხდა. დაშავებულია 100 ადამიანი.
მიკროავტობუსით, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, თვითმკვლელი ტერორისტი, ავტომობილებს შეეჯახა. დამწვარია 50 მანქანა. დაზიანდა საკონტროლო პუნქტის შენობაც.
აფეთქება მოხდა ბაღდადშიც. ასაფეთქებელი მოწყობილობა შიიტურ უბანში, ბაზრის ტერიტორიაზე ამოქმედდა. დაღუპულია 3 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები