„ჩემთვის ადამიანი ყველაზე დიდი ფასეულობაა…“

„ქველმოქმედება ეს არის ცხოვრების წესი, რომლის გარეშე არსებობა ვერ წარმომიდგენია. რაც თავი მახსოვს, სულ საქველმოქმედო პროექტებზე ვმუშაობ და არაერთი განვახორციელე. ეს არის ის, რასაც სიამოვნებით ვაკეთებ და არ მიყვარს ლაპარაკი…“ – იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ნინი სალუქვაძე.

– პროფესია – იურისტი…11120088_858797020836018_66358269_n
– ჩემი პროფესია პირდაპირ ადამიანის უფლებების დაცვასთან არის დაკავშირებული, თუნდაც იმ ადამიანების, რომლებიც რასისტულ დამოკიდებულებას განიცდიან. მე მინდა, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც არ იქნება განხორციელებული მსგავსი ქმედებები მცირე ჯგუფების მიმართ. როგორც იურისტის და ადამიანის სურვილია, ვიცხოვრო მშვიდ გარემოში, სადაც ადამიანის ჩაგვრა  კონკრეტული ნიშნით არ იქნება.
– ქველმოქმედება…11275956_858797024169351_1681645486_n
– ბავშვობიდან ორიენტირებული ვარ ქველმოქმედებისკენ. ზოგადად, ადამიანი ჩემთვის ძალიან დიდი ფასეულობაა. პირველი საქველმოქმედო პროექტი ავლაბრის ბავშვთა პანსიონისთვის გავაკეთე, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს. ხშირად დავდიოდი მათთან. დღემდე დავდივარ გლდანის ბავშვთა სახლში. საქველმოქმედო პროექტი გავაკეთე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. კერძოდ, დიცში და დვანში ხშირად ჩავდიოდი და ვეკითხებოდი მოსახლეობას, რით შემეძლო დავხმარებოდი. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი გარკვეულწილად ქველმოქმედია. ამიტომ, მგონია, რომ მე ეს უნდა გავაკეთო და ასე ვიცხოვრო.
– აფრიკა…11329637_858797014169352_1995365377_n
– აფრიკა ეს არის ქვეყანა, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობ. მაინტერესებს ეს კონტინენტი. მისტიკური დამოკიდებულება მაქვს თავისი მრავალხმრივი კულტურის, ველური ბუნების მიმართ. ძალიან მინდა, ამ ქვეყანაში მოგზაურობა, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ოცნება, რომელსაც აუცილებლად ავიხდენ. აუცილებლად შევხვდები იმ ძლიერ ადამიანებს, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ, არიან თავისუფლები და ძლიერები. არის ერთი ფოტო, რომელიც, როგორც კი ვნახე, მივხვდი, რა არის აფრიკული თავისუფლება და იმ ფოტოდან მოდიოდა ის ჰაეროვნება, რაც თითოეულ ადამიანს გვაკლია. ეს ადამიანები მცირედითაც ბედნიერები არიან, რაც ალბათ, ძალიან მნიშნელოვანია.
– სამხრეთ აფრიკა…
– სამხრეთ აფრიკა არის ყველაზე მძიმე პირობებში, სადაც ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან და უამრავი სხვა პრობლემა აქვთ კიდევ. ძალიან ცუდ პირობებში იზრდებიან ბავშვები, თუ საერთოდ, გაზრდა ჰქვია ამას. რა თქმა უნდა, მათ ეხმარებიან, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არის საკმარისი რესურსი, რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრას.
– საქველმოქმედო პროექტი აფრიკელი ბავშვების დასახმარებლად…11291796_858797047502682_1412153777_n
– ძალიან დიდი ხნის წინ, როცა გავიგე აფრიკელი ბავშვების ცხოვრების მდგომარეობა, სურვილი გამიჩნდა მათ დავხმარებოდი. მაგრამ საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო, ამ თემაზე ხმამაღლა ვერ ვლაპარაკობდი. ვფიქრობდი, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, ცოტა პათეტიკური იქნებოდა, აფრიკელი ბავშვების დახმარება. ერთხელ ჩემს მეგობართან ვთქვი, ჩემი სურვილის შესახებ და ახალგაზრდული ორგანიზაციის – „ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი“ (რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარება) ფინანსური დახმარებით შევქმენით ვიდეორგოლი, რომელიც იყო სოლიდარობის გზავნილი არა მხოლოდ აფრიკელი ბავშვებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის – ქართველმა ახალგაზრდებმა წვლილი შეიტანეს აფრიკელი ბავშვების პირობების გაუმჯობესებაში. გადავურიცხეთ თანხა, რომლითაც ერთი თვის განმავლობაში აფრიკელი ბავშვები წყლით უნდა ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილნი.
– პროექტის ჯგუფის წევრები…11310910_858797044169349_190310771_n
– ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი ფინანსური დაინტერესების გარეშე ვმუშაობდით ამ პროექტზე, რომ გაგვეკეთებინა რაღაც ღირებული. პროექტი იმ თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი, რომ ქველმოქმედება უნდა იყოს ყველასთვის. რომ არ შეიძლება დისკრიმინაცია, რასისტული დამოკიდებულება. არ მოვახდინოთ ადამიანების დიფერენციაცია რასის, რელიგიური, პოლიტიკური ნიშნით და ა.შ. რომ ეს არის ნებაყოფლობითი ქმედება, რომელსაც ადამიანი საკუთარი სურვილით აკეთებს. ჩვენი მხრიდან აფრიკელი ბავშვების დახმარება ნიშნავდა სწორედ იმას, რომ ჩვენ არ ვანსხვავებთ ადამიანებს კანის, ფერის, რელიგიის, ენის, სქესის, პოლიტიკური შეხედულებებით და ჩვენთვის ადამიანი არის ყველაზე დიდი ფასეულობა.
ეს იყო ახალგაზრდული პროექტი, რომელმაც მე და ჩემი მეგობრები საერთო იდეისთვის გაგვაერთიანა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანები ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ და საერთო სიკეთისთვის იბრძოდნენ. თითოეულ ჩვენგანს აქვს უნარი და შესაძლებლობები, რომლებიც კონკრეტული ამოცანების განსახორციელებლად უნდა გამოვიყენოთ. გარდა ამისა, ჩვენ საქართველო მსოფლიო ასპარეზზე სხვა კუთხით წარმოვაჩინეთ და სხვა თვალით დაგვინახეს.
– გარკვეული შედეგი მიიღეთ, ალბათ?11354736_858797030836017_316787233_n
– თავიდან ვიდეორგოლი ჩემს მეგობარს ბრიუსელში გავუგზავნე, რომელიც მშვიდობის კორპუსში მუშაობს და მან გაავრცელა. საქართველოში მაინც ვერ გავბედეთ. მოგეხსენებათ, ქართველები ცოტა კრიტიკულები ვართ. საქართველოში აპრილში ჩატარდა აფრიკული დღეები და მათ ეს ვიდეორგოლი სატრენინგო პროგრამის ფარგლებში გამოიყენეს. ვიდეორგოლი აჩვენეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და რეგიონში, მაგრამ ვერ გეტყვით, როგორი რეაქცია მოჰყვა. „იუთუბიზე“ რომ აიტვირთა, მხოლოდ უცხოელების კომენტარები იყო. უამრავი გზავნილი და კეთილგანწყობა მივიღეთ. აღფრთოვანებულები არიან, როცა გაიგეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ახალგაზრდები მზად არიან, მარათონში ჩაერთონ და თავიანთი წვლილი შეიტანონ ადამიანების დასახმარებლად. ძალიან ბევრმა ადამიანმა საქართველოში ჩამოსვლის  სურვილი გამოთქვა. გარდა ამისა, არაერთ კონკურსში მიგვიწვიეს, ლაგოსიდან ერთმა რეჟისორმა მოგვწერა, რომ ჩვენ გავხდით  მისი ახალი ფილმის გადაღების ინსპირაციის წყარო. ასევე, მივიღეთ მადლობის წერილი იუნისეფის ოფიციალური წარმომადგენლისგან, რომ ჩვენ ვზრუნავდით მსოფლიო ბავშვების გადასარჩენად. ძალიან ემოციური წერილი იყო.
– ახლა, მუშაობ ახალ პროექტზე?11355534_858797027502684_601203430_n
– ახლა მივდივარ გერმანიაში. უზენაესი სასამართლოდან მოწვევა მომივიდა. სტაჟირებას გავივლი და რომ დავბრუნდები, ისევ დავუბრუნდები ჩემს საქმეს და პროფესიას.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები