FIFA-მ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე მრავალჯერადი გამოყენების წყლის ბოთლების შეტანა აკრძალა

საერთაშორისო საფეხბურთო ფედერაციამ (FIFA) 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე გულშემატკივრებისთვის მრავალჯერადი გამოყენების წყლის ბოთლების შეტანა აკრძალა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება უსაფრთხოების გამო არის მიღებული. FIFA-ის განმარტებით, მყარი ბოთლები სტადიონებზე შესაძლოა საფრთხის შემცველი საგნები გახდეს და მათი ტრიბუნებიდან სროლა ადამიანების დაზიანების რისკს ზრდის.

ახალი წესების მიხედვით, მაყურებლებს სტადიონებზე მრავალჯერადი გამოყენების ბოთლების შეტანა აღარ შეეძლებათ. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა და გულშემატკივართა ჯგუფების კრიტიკა გამოიწვია, რადგან ტურნირის მასპინძელ ქვეყნებში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში – ზაფხულის პერიოდში მაღალი ტემპერატურებია მოსალოდნელი.

FIFA აცხადებს, რომ სტადიონებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე დამატებითი ჰიდრატაციის სადგურები და გამაგრილებელი ზონები მოეწყობა, რათა გულშემატკივრებმა სასმელ წყალზე წვდომა შეუფერხებლად შეძლონ.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება და ისტორიაში პირველად 48 ეროვნული ნაკრების მონაწილეობით ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები