„ოქრუაშვილის გაუაზრებელ ქმედებას 16 მებრძოლი ემსხვერპლა“

გიორგი თავდგირიძე: ირაკლი ოქრუაშვილის ქმედებები ანტისახელმწიფოებრივი იყო

2004 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებები დაიწყო, რის შედეგადაც ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა. შეტაკებები 2 კვირის მანძილზე პერმანენტულად გრძელდებოდა. ქართული პოლიციის მხრიდან ერგნეთის ბაზრობის დახურვამ, რეგიონში სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია. საპასუხოდ ოსმა სეპარატისტებმა რუსეთსა და საქართველოს შორის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს. საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის აღმოსავლეთით შემოვლითი გზების აღდგენა დაიწყო და ლიახვის ხეობების მიმართულებით პატრულირებას შეუდგა. 7 აგვისტოს ქართველმა სამშვიდობოებმა რუსული სამხედრო ავტოკოლონა დააკავეს. მეორე დღეს ოსურმა ფორმირებებმა ქართველი პოლიციელები ტყვედ აიყვანეს, შემდგომ კი ტელეკამერების წინ სახალხოდ დაამცირეს.
2004 ე. წ სამხრეთ ოსეთში სპეცოპერაცია საქართველოს იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა. სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე პორტალ “კვირასთან“ 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ოქრუაშვილი-სააკაშვილის მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.
თავდგირიძის თქმით, სპეცოპერაციის ჩატარება გაუაზრებლად და ნაჩქარევად მოხდა, რამაც ქართული მხარე სავალალო შედებებამდე მიიყვანა. თავდგირიძის აზრით, ირაკლი ოქრუაშვილი როგორც სახელმწიფო ფიგურა დაკისრებულ მოვალეობებს ძალიან ზედაპირულად უყურებდა და მისი ყველა ნაბიჯი “რკინის კაცის“ იმიჯის შექმნას ემსახურებოდა.1940200_231008233772034_1237507906_n
“ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც ჩინოვნიკი და სახელმწიფო მოხელე ძალიან ზედაპირული იყო იმ საკითხების მიმართ, რაც მას ევალებოდა. როგორც წესი მისი ყველა ნაბიჯი “რკინის კაცის“ იმიჯის შექმნას ემსახურებოდა. ოქრუაშვილის მცდელობა, რომ მისი სამხედრო ნიჭი წინა პლანზე წამოწეულიყო, 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში დაწყებული გაუაზრებელი მოქმედებების დროსაც ვნახეთ. მან და სააკაშვილმა არაკომპეტენტურად და ნაჩქარევად დააკომპლექტეს და განალაგეს ქართველი მებრძოლები, რასაც ჯერ მათი დაჩოქება, შემდეგ კი ლიკვიდაცია მოჰყვა. სააკაშვილსა და ოქრუაშვილს ცალკეული ადამიანების ბედი და სიცოცხლე არ აღელვებდათ, იმიჯის ასამაღლებლად ყველაფერზე მიდიოდნენ.
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ძალის გამოყენება გამართლებულია, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო კარგად დაგეგმილი სწრაფი და ეფექტური ღონისძიება.10013082_10152024183164779_1204894729_n (1) ამის არც თავი და არც კომპეტენცია კი ოქრუაშვილს არ გააჩნდა “,- განუცხადა “კვირას“ გიორგი თავდგირიძემ.
სამხედრო ექსპერტი მიიჩნევს, რომ ერგნეთის ბაზრობის მშვიდობიანი გზით დახურვის მცდელობა გაცილებით გონივრული და ეფექტური იქნებოდა. ამასთან, თავდგირიძე აცხადებს, რომ ერგნეთის ბაზრობის დახურვის მიუხედავად, ოქრუაშვილთან დაახლოებული პირები ბიზნესის მონოპოლიზებას ახერხებდნენ და კონტრაბანდული საქონელის ბრუნვას განაგრძობდნენ.
“ერგნეთის ბაზრობის გაუქმებით მართალია ნაწილობრივ აღიკვეთა კონტრაბანდული საქონლის შემოტანა, მაგრამ ოქრუაშვილთან დაახლოებული პირები ბიზნესის მონოპოლიზებას ახერხებდნენ და კონტრაბანდას განაგრძობდნენ. ხსენებული ბაზრის დასაკეტად სულ არ იყო საჭირო სპეცოპერაციის ჩატარება და მსხვერპლი. ე.წ შემოვლითი ბილიკების მკაცრი კონტროლი და სხვადასხვა ბერკეტების ეფექტურად გამოყენება სავსებით შესაძლებელს გახდიდა კონტრაბანდული ტვირთის შემოტანას,ამას მონდომება და კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკა უნდოდა. ომის და საბრძოლო ხერხების წინ წამოწევამ გამოიწვია ის, რომ რუსეთმა გარკვეული პოლიტიკა შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებდა თავისი მოქალაქეებისა და “დაჩაგრული ოსეთის“ დაცვას, რამაც შემდგომ რუსეთს მისცა საშუალება ეწარმოებინა მილიტარისტული პოლიტიკა ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში -საქართველოს წინააღმდეგ., რუსეთი 2004 წლის მაგალითზე მომზადებული შეხვდა 2008 წელს “, -აცხადებს თავდგირიძე.
2004 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა იოლადგადააგდოასლან აბაშიძის ხელისუფლება, სააკაშვილმა ხომ არ ჩათვალა, რომ ქართულოსური კონფლიქტიც იოლი მოსაგვარებელი იყო?
 “ამ ორ მოველნას შორის პარალალების გავლება ძნელია. თუ რა ფაქტორმა გამოიწვია სააკაშვილისა და ოქრუაშვილი წაქეზება ამის ხაზგასმით თქმა ცოტა რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ მისი და ოქრუაშვილის გაუაზრებელი ნაბიჯები ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სახელმწიოფებრივ ინტერესებს“, -განუცხადა “კვირას“ გიორგი თავდგირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები