გაუჩინარებული „ბოინგი“ შესაძლოა ტერორისტების მიერ იყოს გატაცებული

   გამოძიებამ რადარების მიერ დაფიქსირებული მონაცემებით დაადგინა, რომ “მალაიზიან ეარლაინზის” კუთვნილი “ბოინგი” გაუჩინარებამდე კუალა-ლუმპურის აეროპორტისკენ მიბრუნა, – ამის შესახებ BBC იუწყება.
ინფორმაციას მალაიზიის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელი ადასტურებს. უკანასკნელი ინფორმაციის საფუძველზე, გაიზარდა საძიებო ოპერაციის არეალი.
ამ დრომდე არაა ნაპოვნი მტკიცებულება, რომ თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ბორტი, შესაძლოა, ტერორისტების მიერ იყოს გატაცებული.
გამოძიებაში უკვე ფედერალური საგამოძიებო ბიუროც ჩაერთო. “ბოინგ 777-ში”, რომელიც კუალა–ლუმპურიდან პეკინში მიფრინავდა, 14 ქვეყნის 239 მოქალაქე იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები