ევროკომისარი 6 წლის შემდეგ პირველად, ირანში ჩავიდა
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონი ექვსი წლის შემდეგ პირველად, ირანს ეწვია. ინფორმაციას “ბი-ბი-სი” ავრცელებს. ევროკომისარი სამდღიანი მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა თეირანში, სადაც ქვეყნის ლიდერებთან ირანის ბირთვული პროგრამისა და სირიის კონფლიქტის შესახებ პოზიციებს მოისმენს.
ეშტონი მოლაპარაკებებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფთან გამართავს და ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან როუჰანს შეხვდება.