შეერთებული შტატების არმია მზად არის უკრაინას მხარი დაუჭიროს

   შეერთებული შტატების არმია მზად არის ნატოში ევროპელ მოკავშირეებს გვერდში დაუდგეს და უკრაინას ქვეყანაში ვითარების გამწვავების შემთხვევში მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ შეერთებული შტატების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა მარტინ დემპსიმ განაცხადა.
„ჩვენ ვცდილობთ გავუგზავნოთ რუსეთს სიგნალი, რომ საჭიროების შემთხვევაში შეერთებული შტატები პასუხის გასაცემად მზად არის,“ – განაცხადა მარტინ დემპსმა და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსული ჯარის ყირიმში შეჭრა ევროპის ყველა ქვეყანას და ნატოს მოკავშირეებს რისკის ქვეშ აყენებს. მისი თქმით, გაერთიანებული შტატების კომიტეტი აქტიურად ეკონტაქტება რუს მაღალჩინოსნებს და მოუწოდებს შეწყვიტონ ესკალაცია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში და კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებას მხარი დაუჭირონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები