მიხეილ ხოდორკოვსკი უკრაინაშია
ბიზნესმენი და პოლიტპატიმარი მიხეილ ხოდორკოვსკი უკვე უკრაინაშია. სოციალურ მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოლიგარქი კიევში ორშაბათს ჩადიოდა, თუმცა ის უკვე კიევშია. ბიზნესმენი უკრაინის ყოფილ შს მინისტრ იური ლუცენკოსთან ერთად გრუშკევის ქუჩაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც ევრომაიდანიც მოინახულა. მისი თქმით, ის უკრაინაში ლექციის წაკითხვის მიზნით ჩავიდა. ხოდორკოვსკი პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციას თემაზე „უფლებები და თავისუფლება“ წაიკითხავს. როგორც ბიზნესმენის პრესმდივანმა „ინტერფაქსს“ განუცხადა, მიხეილ ხოდორკოვსკს უკრაინის ახალი ხელისიფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები დაგეგმილი არ აქვს.
კომპანია „იუკოსის“ მფლობელი მიხაილ ხოდორკოვსკი 2003 წელს დააკავეს, სასამართლომ მას თაღლითობისთვის, ქონების მითვისებასა და გადასახადების დამალვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეტა შეუფარდა. 2010 წელს ხოდორკოვსკი და მისი პარტნიორი ლებედევი მეორედ გაასამართლეს და სხვისი ქონების მითვისებისთვის სასჯელი 14 წლამდე გაუზარდეს. ხოდორკოვსკის საქმემ კრიტიკული შეფასებები დაიმსახურა დასავლეთის მხრიდან, მას პუტინის პირადი პატიმარიც უწოდეს. ხოდორკოვსკი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეწყალების შედეგად 2013 წლის 20 დეკემბერს გათავისუფლდა.