ვაშინგტონის დიპლომატიური ულიტიმატუმი რუსეთს

  ვაშინგტონმა მოსკოვს უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო დიპლომატიური ულტიმატუმი წაუყენა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანამა ჯონ ქერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სატელეფონო საუბრისას კატაგორიულად გააფრთხილა, რომ სამხედრო ესკალაციის გაგრძელება ყირიმსა და უკრაინის სხვა რეგიონებში კრიზის დიპლომატიური გზით მოგვარების შანსს აღარ ტოვებს. ჯონ ქერის თქმით, მოსკოვის მხრიდან ყირიმის ანექსიის ნებისმიერი მცდელობა სამუდამოდ დახურავს დიპლომატიურ სივრცეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ სერგეი ლავროვი და ამრეიკელი კოლეგა სატელეფონო საუბრისას ინტენსიური კონტაქტების გაგრძელებაზე შეთახმდნენ.
ყირიმის კრიზისზე კოლეგებთან მოლაპარაკებას განაგრძობს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამაც. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთის ქმედებები საფრაგნგეთი პრეზიდენტთან, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის პრემიერ-მინისტრებთან და ლიტვის პრეზიდენტთან საუბარში განიხილა . მსიოფლიო ლიდერებმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდეს ყიორიმიდან ჯარი გაიყვანოს და უკრაინის ახალ ხელისუფლებასთნ მოლაპარაკება დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები