ქერჩში, სევასტოპოლში და სიმფეროპოლში რუსული ტექნიკა შეიყვანეს

  უკრაინის ნახევარკუნძლზე დაძაბული ვითარებაა. რუსი სამხედროები ახალი ობიექტების დაკავებას ცდილობენ. ქერჩში და სევასტოპოლში რუსი სამხედრო კოლონების გადაადგილება შეინიშნება. რუსებმა ტექნიკა სიმფეროპოლშიც შეიყვანეს. სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში აცხდებენ, რომ შეიარაღებულმა პირებმა მესაზღვრეთა თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს.
სამხედრო ჯავშან-ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება ლვოვშიც. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგანგაშო არაფერია, რადგან მანქანები უკრაინის ჯარს ეკუთვნის და სამხედროები წრთვნებს გადიან.
ეუთოს დამკვირვებლები ყირიმში ამ დრომდე ვერ ახერხებენ ჩასვლას. გუშინ დამკვირვებლებს საზღვართან რუსი სამხედროები გამაფრთხილებელი გასროლით დახვდნენ და ისინი უკან გააბრუნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები