ყირიმში ჟურნალისტებს და ეუთოს დამკვირვებლებს ცეცხლი გაუხსნეს
რუსმა სამხედროებმა ყირიმის მისასვლელთან ეუთო-ს დამკვირვებლებს და ჟურნალისტებს გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს. უცხოური მედიის ცნობით, მათ რამდენიმე გასროლა ჰაერში განახორციელეს, თუმცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ეუთო-ს დამკვირვებლებს ყირიმში არ უშვებენ. სამხედრო პირებმა მათ განუცხადეს, რომ დამკვირვებლებს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ აქვთ.
ოფიციალური მოსკოვი ყირიმში ბაზირებული სამხედრო ფლოტის გარდა, მათი სამხედრო ქვედანაყოფების ყოფნას უარყოფს. თუმცა, აშშ-ის ინფორმაციით, ყირიმში უკვე დაახლოებით 18 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება. თუმცა, ზოგიერთი უცხოური მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის ტერიტორიაზე 30 ათასი სამხედროა.