,,ყირიმი უკრაინაა“ – უკრაინაში ქალებმა ყირიმის დასაცავად აქცია გამართეს

  ყირიმში რამდენიმე ათასი სხვადასხვა ეროვნების ქალმა,- რუსებმა, უკრაინელებმა, თათრებმა მშვიდობიანი დემონსტრაცია გამართეს,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ქალებს უჭირავთ პლაკატები წარწერებით: „ყირიმი უკრაინაა“, „ჩვენ მშვიდობა გვინდა“, „არა ომს“. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ყირიმში, სავარაუდოდ, 18 ათასი რუსი ჯარისკაცი იმყოფება. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ნახევარკუნძულზე არ არიან მათი სამხედრო მოსამსახურეები, იმ გამონაკლისის გარდა, რომლებიც სევასტოპოლის ბაზებში არიან განლაგებულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები