რას ფიქრობენ მოსკოველები ყირიმის რეფერენდუმზე (ვიდეო)

   „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახური ყირიმში 16 მარტს დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით მოსკოველი მოქალაქეების აზრით დაინტერესდა. გამოკითხული საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ნაწილის შეფასებით, რეფერენდუმზე ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში რუსეთი ჩიხში აღმოჩნდება, რადგან, მათი შეფასებით, ყირიმი (თუნდაც ფორმალურად) უკრაინის შემადგენლობაშია და ეს რუსეთს დასავლეთთან ურთიერთობას დაუძაბავს. ნაწილის შეფასებით კი, უკრაინა შორს არის სუვერენიტეტისგან, ხოლო ყირიმი არის ადგილი, რომელიც ასობით წელია რუსეთთან არის დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები