კონდოლიზა რაისი "ვაშინგტონ პოსტში" უკრაინის კრიზისზე წერს

    შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი “ვაშინგტონ პოსტში” აქვეყნებს სტატიას, სადაც წერს: “ვლადიმერ პუტინს სურდა გამეგო, რისი თქმაც უნდოდა იანუკოვიჩზე – ის ჩემი კაცია, უკრაინა ჩვენია და არ დაგავიწყდეთ”.
კონდოლიზა რაისი აღნიშნავს, რომ იანუკოვიჩი 2004 წელს პუტინის აგარაკზე სტუმრობისას ნახა. რაისი ყირიმთან დაკავშირებით რუსეთის პირველი პირის გადაწყვეტილებებს აფასებს და წერს, რომ ეს იყო გზავნილი აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებისთვის.
“პუტინის თქმით, რუსეთს განსაკუთრებული ინტერესები აქვს, რომლებსაც ნებისმიერ ფასად მიაღწევს. მისთვის ცივი ომი ტრაგიკულად დასრულდა. უნდა, რომ დრო უკან, სამხედრო დაშინების გზით და ეკონომიკური ბერკეტებით დააბრუნოს, რამდენადაც დასავლეთი ამის საშუალებას მისცემს”,- წერს რაისი. ყოფილი სახელმწიფო მდივანი 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომსაც იხსენებს. მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მასთან აღიარა, რომ კრემლს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობა სურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები