ყირიმში 18 ათასი სამხედროა მობილიზებული

  უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ყირიმში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ყირიმის ტერიტორიაზე 18 ათასი სამხედროა მობილიზებული, მათ შორის ექვსი ათასი სპეცდანაყოფის წევრია.
„ამ დროისთვის ყირიმის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე 18 ათასი რუსი სამხედროა მობილიზებული, მათ შორის ექვსი ათასი სპეცდანიშნულების დანაყოფის წევრია, ხოლო თორმეტი ათას ხუთასი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების კონტრაქტორი ჯარისკაცია“,- აღნიშნულია განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ყირიმში არსებული ვითარების შესახებ დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ ირლანდიის ელჩებს პირადად მიაწოდეს ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები