დავით ნარმანიამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ გამოფენა დაათვალიერა

   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილმა და დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელმა პირებებმა, აღაიანში, კომპანია “ბლექ სი გრუპის” ბაზაზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის თანამედროვე შესაძლებლობების გამოფენა დაათვალიერეს.
ოფიციალური პირების გარდა, გამოფენა “გზის სამოსი” სფეროს ექსპერტებს, მეცნიერებს, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მომუშავე ქართულ და უცხოურ კომპანიებს მასპინძლობდა.
ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ ღორღოვან-მასტიკური და ცივი ასფალტის, მოდიფიცირებული ბიტუმის გამოყენების, რეციკლირებული და ორმული სამუშოებისთვის განკუთვნილი ასფალტის წარმოების თანამედროვე, ოპერატიულ და საყოველთაოდ ადაპტირებულ ტექნოლოგიებს.
“ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ბევრი კარგი რამ ვნახეთ, თანამედროვე მეცნიერული, ტექნოლოგიური სიახლეები, როგორც გზების, ისე გზებთან დაკავშირებულ ინფრასტუქტურაში. საქართველოში ნელ-ნელა ინერგება ტექნოლოგიური სიახლეები, თუმცა, ჩვენი ამოცანაა დავაჩქაროთ პროცესი. ეს ტექნოლოგიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება და იძლევა ინფრასტრუქტურის სწრაფად მოდერნიზაციის შესაძლებლობას, ამასთან, ხარისხიანია. ევროპული სტანდარტების დანერგვაზე ჩვენ უკვე ვმუშაობთ, შესაბამისად, ახლო მომავალში, საქართველოში ყველაფერი მოწესრიგდება, როგორც სტანდარტების, ისე თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრა შ.პ.ს. “საქგზამეცნიერების” დირექტორმა, მეგზევეთა საზოგადოების თავმჯდომარე თამაზ შილაკაძემაც.
“დღეს აქ შეიკრიბა მეგზევეთა დიდი კოლექტივი, ამ სფეროს ყველა მიმართულების წარმომადგენელი, მოვიდნენ სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორები, სტუდენტები, რაც დიდი საქმეა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს შექმნილია კომისია, რომელიც მუშაობს ნორმატიული დოკუმენტების შექმნაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს წინსვლა სჭირდება და დღევანდელი დღე ამის ერთ-ერთი საწინდარია”, – აღნიშნა მან.
“გზის სამოსის” მონაწილეებმა გამოფენაზე წარმოდგენილი თანამედროვე ტექნოლოგიების ნაწილი ადგილზევე გამოსცადეს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები