შალვა პაპუაშვილი: ციხეში არ სხედან ოპოზიციონერები, ექიმები, იურისტები თუ ინჟინრები, ციხეში სხედან დამნაშავეები
,,ციხეში არ სხედან ოპოზიციონერები, ექიმები, იურისტები თუ ინჟინრები, ციხეში სხედან დამნაშავეები”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ის ვერ აცნობიერებს კანონის უზენაესობას, როგორც ღირებულებას.
„ციხეში არ სხედან ოპოზიციონერები, ექიმები, იურისტები თუ ინჟინრები, ციხეში სხედან დამნაშავეები. ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ის ვერ აცნობიერებს კანონის უზენაესობას, როგორც ღირებულებას. როდესაც ევროკომისარი ასეთი დაბალი ღირებულებებით საუბრობს და ადამიანებს გამოარჩევს პოლიტიკური კუთვნილებით თუ სხვა კუთვნილებით, ეს აჩვენებს, რომ მას ან არ ესმის რას ნიშნავს კანონის უზენაესობა, ან ესმის და მანიპულირებს, ან უნდა ზემოქმედება კანონის უზენაესობაზე. ერთიც და მეორე პასუხიც არის, რა თქმა უნდა, კატასტროფული. ამიტომ, ესეც ერთ-ერთი შედეგი და მტკიცებულება რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ იმის ფონზე, ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლისა, რომელიც დღევანდელი განცხადებებით უკვე აშკარაა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.