შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ ვერევით შიდა პოლიტიკაში და არავის მივუთითებთ თუ ვინ, რა უნდა აირჩიოს, განსხვავებით ბრიუსელისგან

„ჩვენ არ ვერევით შიდა პოლიტიკაში და არავის მივუთითებთ თუ ვინ, რა უნდა აირჩიოს, განსხვავებით ბრიუსელისგან,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„პატრიოტული ძალები ევროკავშირში ძალას იკრებენ, არიან ხელისუფლებაში, მოდიან ხელისუფლებაში, ძლიერდებიან, როგორც პარტიები. ეს არ არის ტენდენცია მხოლოდ ევროკავშირში, არამედ სხვა კუთხეებშიც და მათ შორის აშშ-ს ბოლო არჩევნებიც ამის დასტურია. ჩვენ არ ვერევით შიდა პოლიტიკაში და არავის მივუთითებთ თუ ვინ, რა უნდა აირჩიოს, განსხვავებით ბრიუსელისგან, რომელსაც თავი ხალხების დამრიგებელი ჰგონია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები