“კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი, 71 წლის იქნება ეს თუ 31 წლის” – გია ვოლსკი

“კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი, 71 წლის იქნება ეს თუ 31 წლის”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.

“რუსთაველის გამზირი რომ იკეტება და ამაზე ვინმე პასუხს აგებს, რასაკვირველია, ყველაფერი უნდა მივაწეროთ იმ წამხალისებლებს, რომლებიც უკიჟინებენ ბრიუსელის ტრიბუნიდან ამ ხალხს, რომ გამოვიდნენ და გადაკეტონ.

ეს ყველაფერი არის ერთი დიდი სცენარი და ამ სცენარში უნდა მოვიაზროთ ის ადამიანები, ვინც დაზარალდნენ და ჩაიგდეს თავი ასეთ განსაცდელში. კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი 71 წლის იქნება ეს თუ 31 წლის,”- აცხადებს ვოლსკი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული პირების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები