შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე მომხდარ შტურმზე დღემდე არ მოგვისმენია დაგმობა არც ბრიუსელის რომელიმე ჩინოვნიკისგან, არც ევროკავშირის ელჩისგან
„დღემდე არ მოგვისმენია დაგმობა არც ბრიუსელის რომელიმე ჩინოვნიკისგან, არც ევროკავშირის ელჩისგან, რომელიც ეხება 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
,,ვხედავთ ბავშვურ მცდელობებს გაექცნენ კითხვას პრეზიდენტის სასახლის შტურმის დაგმობასთან დაკავშირებით, რომელსაც პასუხობენ ზოგადი ფრაზებით.
4 ოქტომბერს იქ იყო მხოლოდ ერთი მოძალადე მხარე, ის იყო ხელისუფლების დასამხობად შეკრებილი ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს ხელისუფლების დამხობა. რომ არა ჩვენი პოლიციელები და უსაფრთხოების წარმომადგენლები, ღმერთმა უწყის რა იქნებოდა დღეს საქართველოში“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.