ევროკავშირის ანგარიში: უკრაინამ და მოლდოვამ გაწევრიანების გზაზე პროგრესი აჩვენეს

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

მასში უკრაინისა და მოლდოვის შესახებ დადებითად არის საუბარი. ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანაში მიმდინარე ომის მიუხედავად, უკრაინა ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესს განაგრძობს და არაერთი მიმართულებით წინ წაიწია.

“რუსეთის დაუნდობელი აგრესიის მიუხედავად, უკრაინა კვლავ მტკიცედ ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების გზის, წარმატებით დაასრულა სკრინინგის პროცესი და წინ წაიწია ძირითად რეფორმებში. უკრაინამ მიიღო კანონის უზენაესობის, საჯარო ადმინისტრირებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების გზამკვლევები, ასევე ეროვნული უმცირესობების სამოქმედო გეგმა, რომელიც კომისიამ დადებითად შეაფასა”,- ნათქვამია გავრცელებულ მოხსენებაში.

ასევე, ევროკომისია მოლდოვის ხელისუფლების მიზანს, რომ 2028 წლის დასაწყისში შეძლოს მოლაპარაკებების პროცესის დახურვა, ამბიციურს, თუმცა მიღწევადს უწოდებს.

“უწყვეტი ჰიბრიდული საფრთხეებისა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობების ფონზე მოლდოვამ მნიშვნელოვნად წინ წაიწია გაწევრიანების გზაზე, წარმატებით დაასრულა სკრინინგის პროცესი. მოლდოვამ მიიღო კანონის უზენაესობის, საჯარო ადმინისტრირებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების გზამკვლევები, რომლებიც კომისიამ დადებითად შეაფასა. ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ მიზნად ისახავს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დახურვას 2028 წლის დასაწყისისთვის. კომისია ვალდებულია, მხარი დაუჭიროს ამ მიზანს, რომელიც ამბიციურია, მაგრამ მიღწევადი, იმ პირობით, რომ მოლდოვა დააჩქარებს რეფორმების მიმდინარე ტემპს”,- აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები