მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.
„მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ბატონი აკაკის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, – წერია ინფორმაციაში.