ევროკავშირის ანგარიში: საქართველოს მთავრობამ კურსის ცვლილებისადმი მყარი ერთგულება უნდა აჩვენოს და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდეს
,,საქართველოს მთავრობამ კურსის ცვლილებისადმი მყარი ერთგულება უნდა აჩვენოს და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდეს”, – ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც ანგარიშში წერია, საქართველომ სასწრაფოდ უნდა შეაბრუნოს დემოკრატიის მხრივ უკუსვლა.
“საქართველომ სასწრაფოდ უნდა შეაბრუნოს დემოკრატიის მხრივ თავისი უკუსვლა და ყოვლისმომცველი და ხელშესახები ძალისხმევა გაიღოს, რათა მუშაობა დაიწყოს გამორჩეულ წუხილებზე და რეფორმებზე, რომლებიც კანდიდატი ქვეყნისთვის გამოქვეყნებული ცხრა ნაბიჯის შესაბამისად მრავალპარტიული მხარდაჭერითა და ეფექტური სამოქალაქო მონაწილეობით შემუშავდება და სრულად დაიცავს ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს, რაზეც ევროკავშირია დაფუძნებული.
ევროპული საბჭოს 2024 წლის დეკემბრის დასკვნების შემდეგ, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ფაქტობრივად გამოიწვია გაწევრიანებამდე პროცესის გაჩერება, და მას შემდეგ საბაზისო საკითხებზე საქართველოს მიმდინარე უკუსვლის ფონზე, ევროკომისია საქართველოს კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ სახელით მიიჩნევს. საქართველოს მთავრობამ კურსის ცვლილებისადმი მყარი ერთგულება უნდა აჩვენოს და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდეს”, – ნათქვამია
ანგარიშში.