„იმ მტრული რიტორიკის ფონზე, რომელსაც ვისმენთ ევროპელი ბიუროკრატებისგან, რა თქმა უნდა რთულია გამორიცხო რაიმე მტრული ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვიზალიბერალიზაციის თემაზე საუბრისას განაცხადა.
„ერთადერთი, ვისაც ისინი აზიანებენ, აზიანებენ და ამხელენ საკუთარ თავს, რომ ევროპული ინტეგრაცია, ხალხებს შორის ურთიერთობა ეს ყველაფერი მათ ხელში არის იარაღი ხალხის ნებაზე ზემოქმედებისა და ზეწოლისა, რასაც ქართველი ხალხი არ უშვებს და სწორედ ეს არის იმ გამძაფრებული და მოხშირებული მტრული რიტორიკის მიზეზი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.