“ელისაშვილის განცხადებაში სინანულის ტონი შეინიშნებოდა, იმედი აქვთ, იქნებ, არ მოხდეს „ლელოს“ აკრძალვა და სხვების აკრძალვა მოხდება” – პაპუაშვილი
“ელისაშვილის განცხადებაში სინანულის ტონი შეინიშნებოდა, იმედი აქვთ, იქნებ, არ მოხდეს „ლელოს“ აკრძალვა და სხვების აკრძალვა მოხდება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“არ ვიცი, ეს გარიგების სიგნალებია, თუ რა არის, მაგრამ ჩვენ ობიექტურ კრიტერიუმებს მივყვებით. ორ მთავარ კრიტერიუმს – რამდენად არის არგუმენტირებული ჩვენი მტკიცება, რომ ეს თუ ის პარტია კონსტიტუციას არღვევს და მეორე, რამდენად არის რეალური მათი გავლენა, რომ საჭირო იყოს ამ მექანიზმის გამოყენება. ეს სამი პარტია ჩვენს თვალსაწიერში მოექცა და საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელზე იმსჯელებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარტიაში მოლოდინი აქვთ, „ოპოზიციაში მეტი განხეთქილების შესატანად აკრძალავენ ორ კოალიციას თუ პარტიას და არ აკრძალავენ ჩვენს კოალიციას“.