ლევან მახაშვილი: ევროკომისიის ანგარიშში მოულოდნელი არაფერი თქმულა, სამწუხაროა, რომ უსამართლო მიდგომაა გაფართოების პოლიტიკის მიმართ, რომელიც სამართლიან მიდგომას უნდა ეფუძნებოდეს

,,ევროკომისიის ანგარიშში მოულოდნელი არაფერი თქმულა, მოლოდინი გვქონდა, რომ დოკუმენტში წარსულში გაჟღერებული პოლიტიკური ბრალდებები იქნებოდა და ეს მოვისმინეთ”,- ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უსამართლო მიდგომაა გაფართოების პოლიტიკის მიმართ, რომელიც სამართლიან მიდგომას უნდა ეფუძნებოდეს.

„სამწუხაროა, რომ უსამართლო მიდგომას ვხედავთ გაფართოების პოლიტიკის მიმართ, რომელიც სამართლიან მიდგომას უნდა ეფუძნებოდეს. პატივს ვცემთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და იმედია, შესაძლებლობა მოგვეცემა, ეს პროცესი გავიაროთ სამართლიანი, ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე და არა ურთიერთბრალდებებზე, რაც ბრიუსელის მხრიდან გვესმის. პირველი, რითაც უნდა დაეწყო კომისიის წარმომადგენლებს, უნდა ყოფილიყო დაგმობა იმ ძალადობის, რაც 4 ოქტომბერს ვიხილეთ, რომლის უკანაც ვნახეთ, რომ არაერთი ხაზი ბრიუსელამდე მიდიოდა. ალბათ, ყველაზე სამართლიანი, ობიექტური და გულწრფელი იქნებოდა, ეს პრესკონფერენცია დაწყებულიყო 4 ოქტომბრის ძალადობის დაგმობით“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში დღეს გამოაქვეყნა, სადაც, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები