ამერიკელი სენატორები რუსეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან მოიხსნას მოითხოვენ

   ამერიკელი სენატორები მოითხოვენ, რუსეთის საფეხბურთო ნაკრები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოიხსნას და რუსეთს ჩამოერთვას 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება. ამის შესახებ სენატორები ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერს მიმართავენ.
სენატის წევრები უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის გამო იუგოსლავიის პრეცედენტის გამოყენებას მოითხოვენ და წესდების მესამე მუხლზე აპელირებენ. მესამე მუხლში განმარტებულია, რომ მეორე ქვეყანაზე აგრესია ან დისკრიმინაცია რასის, ეთნიკური კუთვნილების, სქესის ან პოლიტიკური შეხედულების გამო აკრძალულია და რეაგირების გარეშე არ დარჩება.
სენატორები ფიფასგან მოითხოვენ, გამოიყენონ იუგოსლავიის პრეცედენტი და მოიხსნას რუსეთი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ისე, როგორც იუგოსლავია 1992 წელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები