რუსმა სამხედროებმა უკრაინის სასაზღვრო ნაწილი "შელკინო" შტურმით აიღეს

  “უკრაინსკაია პრავდა” უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ყირიმში რუსეთის შეიარაღებულმა სამხედროებმა უკრაინის სასაზღვრო ნაწილი “შელკინო” შტურმით აიღეს.
“რუსეთის შეიარაღებული სპეცრაზმელები გვიან ღამით სასაზღვრო ნაწილში შეიჭრნენ. სასტიკად გაუსწორდნენ ნაწილში მყოფ ღამის მორიგეებს და იარაღის საცავი ოთახი დაიკავეს”, – აღნიშნულია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამხედრო ნაწილს ამ დრომდე რუსი სამხედროები იკავებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები