რუსმა სამხედროებმა უკრაინელი მესაზღვრეების ოჯახები ქუჩაში გაყარეს
რუსმა სამხედროებმა ყირიმში, სასაზღვრო პუნქტ “შჩოლკინოს” ტერიტორიაზე, ძალით შეაღწიეს და იარაღის მუქარით უკრაინელი მესაზღვრეების ოჯახები ქუჩაში გაყარეს, – ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. სამხედროებმა სასტიკად სცემეს მორიგე ოფიცერი და იარაღის საწყობი დაიკავეს. მესაზღვრეთა ოჯახების გამოყრის შემდეგ რუსმა ჯარისკაცებმა მათი ოთახები დაიკავეს.