ზღვის თავზე ბოინგი გაუჩინარდა
ჩრდილოეთ ჩინეთის ზღვის თავზე “მალაიზია ეარლაინსის” კუთვნილი ბოინგი გაუჩინარდა. თვითმფრინავს კოალა-ლუმპურიდან პეკინში 239 ადამიანი გადაჰყავდა. მისი კვალი რადარებიდან აფრენიდან 2 საათში გაქრა. ამ დროისთვის ზღვაში სამაშველო – სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო პრესკონფერენცია გამართა “მალაიზია ეარლაინსის” პრეზიდენტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანია თვითმფრინავის მოსაძებნად ყველა შესაძლებლობას იყენებს. კომპანია, უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხით, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. “ბოინგ 777”, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, შემოწმებული და გამართული იყო. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თვითმფრინავი შესაძლოა, ზღვაში ჩავარდა.