პან გი მუნი: ყირიმის მოვლენები საგანგაშოდ ვითარდება

  ყირიმის ხელისუფლების განცხადება რეფერენდუმის შესახებ მოვლენების საგანგაშოდ განვითარებას ნიშნავს,- ამის შესახებ გაეროს გენმდივანმა პან გი მუნმა განაცხადა.
„მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას, მათ შორის ყირიმის ხელისუფლებას რომ ასეთ ფაქიზ თემასთან შეხებისას სიმშვიდე გამოიჩინონ და საკითხს ფრთხილად მიუდგნენ“,- განაცხადა გაეროს გენმდივანმა. პან გი მუნის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება ცხელ გულზე მისაღები არ არის. „რეფერენდუმი, როგორც წესი, არა ცხელ გულზე, არამედ წესებისა და კონსტიტუციის მკაფიო დაცვით და მყარი საფუძვლით ტარდება“,- განაცხადა გაეროს გენმდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები