ანჯელინა ჯოლი დედა ვეღარ გახდება

  38 წლის მსახიობი ანჯელინა ჯოლი კიდევ ერთხელ ჩაიტარებს ურთულეს ოპერაციას. ამჯერად მას საკვერცხეებს ამოაჭრიან. 2007 წელს საკვერცხეების სიმსივნით დედამისი – მარშელინ ბერტრანი გარდაიცვალა. ანჯელინა ჯოლი რისკის ქვეშ იმყოფება. ის მომავალში შვილების გაჩენას ვეღარ შეძლებს. რამდენიმე დღის წინ მსახიობი ჟურნალ “Entertainment Weekly”-ის ესაუბრა ახალ როლზე. ამავე ინტერვიუში მან აღიარა, რომ მას კიდევ ერთი ურთულესი ოპერაცია ელოდება, რომელიც სიმსივნის რისკს შეამცირებს, თუმცა მას საკვერცხეებს ამოაჭრიან.
„დამრჩა კიდევ ერთი მთავარი ოპერაცია, რომელიც რამდენიმე თვეშია დაგეგმილი – ეს ოპერაცია სხეულის სხვა ნაწილზე კეთდება. მინდა მთლიანად აღმოვფხვრა დაავადების რისკი. მრავალ ქალს ვესაუბრე, რომელთაც ამგვარი ოპერაცია გაიკეთეს. ისინი მე მამხნევებენ და დამეხმარებიან, რომ ამასაც გავუძლო“, – ამბობს ანჯელინა ჯოლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები