სასწრაფოდ: რუსი სახედროები სევასტოპოლში უკრაინულ სამხედრო ნაწილს თავს დაესხნენ

     „ინტერფაქს–უკრაინას“ ცნობით, რუსი სახედროები თავს დაესხნენ სევასტოპოლში მდებარე უკრაინულ სამხედრო ნაწილს. სააგენტო ამ ინფორმაციას სამხედრო ნაწილის მორიგის თანაშემწეზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი განცხადებით, რუსმა სამხედროებმა სატვირთო მანქანის მეშვეობით სამხედრო ნაწილის კარები შეამტვრიეს და ეზოში შეიჭრნენ. ამ წუთებში ისინი შტურმით სამეთაურო პუნქტის აღებას ცდილობენ. სამხედრო ნაწილში ამ დროისთვის ასი უკრაინელი სამხედრო იმყოფება. დაჭრილების ან დაღუპულების შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება. უცნობია, უწევენ თუ არა უკრაინელები რუს სამხედროებს შეიარაღებულ წინააღმდეგობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები