რუსეთის დუმა ყირიმის მიერთების საკითხს, სავარაუდოდ, 21 მარტს განიხილავს

   რუსეთთან ყირიმის მიერთების შესახებ კანონპროექტი რუსეთის დუმამ, შესაძლოა, 21 მარტის სხდომაზე განიხილოს,- ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ვარაუდი დუმის საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტში გამოითქვა. მანამდე, გავრცელებული ინფორმაციით, დუმის საბჭო 11 მარტის სხდომაზე იმსჯელებს კანონპროექტის დუმაში განხილვის ვადებზე. კომიტეტში აღნიშნეს, რომ კანონპროექტის გაწვევა 17 მარტამდე იქნება შესაძლებელი. კანონპროექტი ახალი ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის წესს განსაზღვრავს. კანონპროექტი “სპრავედლივაია რასიას” მიერ არის ინიცირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები